სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ

სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016138
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-327
14/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
480610000.22.030.016138
სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/12/2015 - 29/05/2026)

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-327

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 დამტკიცდეს:

ა) საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1 შესაბამისად;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს  ,,სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №01-191 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი