„სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის №01-327 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის №01-327 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016392
01-202
29/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
480610000.22.030.016392
„სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის №01-327 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-202

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის №01-327 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის №01-327 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2015, 480610000.22.030.016138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

3. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა) ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი