დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016138 |
01-327
14/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
480610000.22.030.016138
სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1 შესაბამისად; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ,,სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №01-191 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები