დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის რაიონში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 194700.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10-ის (საერთო ფართი - 3844.10 კვ.მ) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის №1-1/1638 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2588 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020455 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2588
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გურჯაანის რაიონში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 194700.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10-ის (საერთო ფართი - 3844.10 კვ.მ) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის №1-1/1638 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „გურჯაანის რაიონში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 194700.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10-ის (საერთო ფართი – 3844.10 კვ.მ) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის №1-1/1638 ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.14.63.043) არსებული შენობა-ნაგებობების №4 (სასტუმრო), №5 (სახლ-მუზეუმი) და №8 (მარანი) სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების დასრულება არაუგვიანეს 2016 წლის 10 აგვისტომდე;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.14.63.043) არსებული სხვა შენობა-ნაგებობების (გარდა, შენობა-ნაგებობა №1-ისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობებისა) დემონტაჟის განხორციელება არაუგვიანეს 2016 წლის 10 აგვისტომდე;
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.14.63.043) არსებული შენობა-ნაგებობების №4 (სასტუმრო), №5 (სახლ-მუზეუმი) და №8 (მარანი) მიმდებარედ, არანაკლებ 100 (ასი) მეტრის რადიუსში, ტერიტორიის კეთილმოწყობა არაუგვიანეს 2016 წლის 10 აგვისტომდე;
დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ე) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არა უგვიანეს 2016 წლის 10 სექტემბრამდე.
2. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ (ს/ნ: 204477734) წარადგინოს არანაკლებ 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „გურჯაანის რაიონში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 194700.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10-ის (საერთო ფართი – 3844.10 კვ.მ) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის №1-1/1638 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენის სანაცვლოდ, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ უზრუნველყოს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
5. ამ განკარულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ შეასრულებს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები