დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 12/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016227 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (14/12/2015 - 27/06/2017)
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის №12/2015 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის დაგეგმარებისა და ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის პროექტების მართვის მიმართულებით ან მედიასთან/ საზოგადოებასთან ურთიერთობების/ ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლებელში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლებელში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი კომუნიკაციის მართვაში; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები