დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აბკ სტუდიის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2559 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020409 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2559
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „აბკ სტუდიის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსმიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „აბკ სტუდიის“ მიერ მხატვრული ფილმის „მძევლების“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „აბკ სტუდიისათვის“ (ს/კ: №204395831) სათანადო დახმარების გაწევა და 7 (შვიდი) დღის ვადით, შპს „აბკ სტუდიის“ მიერ 1262.07 (ათას ორას სამოცდაორი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის სანაცვლოდ (მიმღები: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, მიმღების ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 302006500), დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა და 200 (ორასი) სამხედრო მოსამსახურით მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. ავტომატი კალაშნიკოვი (აკმ/აკს) – 100 (ასი) ცალი;
2. ავტომანქანა "კრაზი" – 2 (ორი) ერთეული.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები