დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.176.016110 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/12/2015 - 28/12/2015)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმა“ დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 261 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა. ნებართვა გაიცემა ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 2. გარე რეკლამის განთავსების გეგმა 1 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით. 2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ობიექტი, ფასი და ვადა 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა ხდება აუქციონის წესით. აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 3. აუქციონზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე, კერძოდ: ა) ქ. თელავის შემდეგ ქუჩებზე: ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თბილისის გზატკეცილი, ალაზნის გამზირი აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის გამზირი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდოშვილის ქუჩა – ერთი კვადრატული მეტრი – 40 ლარი; ბ) ქ. თელავის დანარჩენ ნაწილში – ერთი კვადრატული მეტრი – 30 ლარი. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 10 წლის ვადით. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის იხდის პირგასამტეხლოს, რომელიც განისაზღვრება სანებართვო პირობებით. მუხლი 4. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი 1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას. 2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი); ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა); გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. |
დანართი №2
|
სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის
მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები |
მუხლი 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 3.5. პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების (ვალდებულებების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) კანონმდბლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
|
დანართი №3
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა |
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა _____________________________________________________________________________ (ნებართვის მიმღები)
_____________________________________________________________________________________ (ნებართვის მიმღების მისამართი)
საფუძველი (გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა): __________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა: _______________________ -დან _______________________ -მდე სანებართვო პირობები: _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ ნებართვა შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ნებართვა გაცემულია 20 წლის _______________________
____________________________ ____________________________ ნებართვის მიმღების ხელმოწერა ნებართვის გამცემის ხელმოწერა
|
დანართი №4
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე
რეკლამის განთავსების გეგმა |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები