ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 დეკემბრის №51 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.176.016112
53
28/12/2015
ვებგვერდი, 05/01/2016
010250000.35.176.016112
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 დეკემბრის №51 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2015 წლის  28 დეკემბერი

ქ. თელავი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 დეკემბრის №51 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 დეკემბრის №51 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 07.12.2015, 010250000.35.176.016110).
1.დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის ,,სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების (ვალდებულებების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა“.

2.      დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის ,,სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) გაფრთხილების მიუხედავად დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე