დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.144.016237 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2015 - 27/05/2022)
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები არეგულირებს იმ დამატებითი მოთხოვნების დაწესებას, რომლებიც არაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ და წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას.
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელდების საკითხის განხილვის დამატებითი პროცედურები
|
1. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წარედგინება საკრებულოს აპარატს რეგისტრაციისათვის.
2. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ ინიციატივას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და გადასცემს შესაბამის კომისიას შესასწავლად. 3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ინიციატივის, თანდართული დოკუმენტების, კომისიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნის გამოქვეყნებას ან/და საჯაროდ გამოცხადებას. 4. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისათვის შესათანხმებლად საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის, კომისიის დადებითი დასკვნისა და სათანადო დოკუმენტაციის გადაგზავნას. |
მუხლი 3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ინიციატივისათვის დამატებით დასართავი დოკუმენტები
|
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას დამატებით უნდა დაერთოს მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები