ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები

ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016400
05
27/05/2022
ვებგვერდი, 31/05/2022
010250050.35.144.016400
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

    ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №05

2022 წლის 27 მაისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები“ დანართი №1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №45 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები“ (www.matsne.gov.ge 03/12/2015 010250050.35.144.016237).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე



დანართი №1

 

ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები არეგულირებს იმ დამატებითი მოთხოვნების დაწესებას, რომლებიც არაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ და წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას.

მუხლი 2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელდების საკითხის განხილვის დამატებითი პროცედურები

1. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წარედგინება საკრებულოს აპარატს რეგისტრაციისათვის.

2. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ ინიციატივას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადასცემს შესაბამის კომისიას შესასწავლად.

3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ინიციატივის, თანდართული დოკუმენტების, კომისიის მიერ მიღებული დასკვნის გამოქვეყნებას, ან/და საჯაროდ გამოცხადებას, ონლაინ გამოკითხვის ორგანიზებას და შედეგების კონსოლიდაციას.

4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ ინიციატივას შეისწავლის საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია, რომელიც საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მიზანშეწონილობის თობაზე.

6. საკრებულოს კომისიის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დარგის სპეციალისტები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები.

7. საკრებულოს კომისიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნა, თანდართული დოკუმენტაციით, ეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას შესათანხმებლად.

8. სახელდების საკითხის ინიციატორს საკითხის განხილვის შედეგები ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით, კანონით დადგენილ ვადაში.