დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4558-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.018003 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ
|
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
|
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომ – უნივერსიტეტი), როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპლექსის, შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივ თავისებურებათა განსაზღვრა. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 2. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, უნივერსიტეტის წესდება და სხვა სამართლებრივი აქტები. 2. განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა უნივერსიტეტზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 3. უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსი და სტრუქტურა 1. უნივერსიტეტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული და ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. 2. უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან (შემდგომ – საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო) და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან (შემდგომ – სამეცნიერო საბჭო) შეთანხმებით, უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომ – აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. უნივერსიტეტი ავტორიზებულად ითვლება უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 4. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის სფეროები 1. უნივერსიტეტის მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. 2. უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება. 3. უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 5. უნივერსიტეტის ფუნქციები უნივერსიტეტის ფუნქციებია: ა) ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა; ბ) უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში; გ) მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა; დ) განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისთვის პირობების შექმნა; ე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება; ვ) ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ზ) საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობის წარმოება; თ) დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა; ი) უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება, სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 7. აღმასრულებელი დირექტორი 1. აღმასრულებელ დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. აღმასრულებელი დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას; ბ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; დ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს; ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს; ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს; ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უნივერსიტეტის სახსრებსა და ქონებას; მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 8. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 1. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც: ა) აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას; გ) ახორციელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების პერიოდულ მონიტორინგს და მის შედეგებს კონფერენციებზე განიხილავს. 3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. 4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 9. სამეცნიერო საბჭო 1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით. 2. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო. 3. სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას; გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას; დ) უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ე) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 10. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი 1. უნივერსიტეტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და უმაღლესი განათლების შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი. 2. უნივერსიტეტი შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი, პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს. 3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების აღიარებისა და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით. 4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება. 5. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა იქნეს აღიარებული. 6. უნივერსიტეტს უფლება აქვს, დააწესოს უნივერსიტეტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის. 7. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად გაიარეს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. 8. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 11. უნივერსიტეტის ქონება უნივერსიტეტს დაფუძნებისას სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 12. უნივერსიტეტის დაფინანსება 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) გრანტები; დ) შემოწირულებები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას და მისი ფუნქციების შესრულებას. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 13. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 2. აღმასრულებელი დირექტორი წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 14. უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 15. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე; ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე; გ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 1 თვის ვადაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებამდე. 2. საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცებამდე. 3. (ამოღებულია - 01.11.2019, №5274). 4. (ამოღებულია - 01.11.2019, №5274)ა. 5. სახელმწიფო ქონების მმართველმა უზრუნველყოს ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის შესაბამისი ქონების გადაცემა მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 16. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 25 ნოემბერი 2015 წ. N4558-Iს |
დოკუმენტის კომენტარები