დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2534 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020374 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2534
2015 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე (სოფელი შემოქმედი) სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის კალაპოტის ნაპირსამაგრი კედლის მესამე მონაკვეთის მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.
2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე (სოფელი შემოქმედი), სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის კალაპოტის ნაპირსამაგრი კედლის მესამე მონაკვეთის მოწყობის სამუშაოების განხორციელების და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო, საექსპერტო და სხვა თანმდევი მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო), „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს 1 400 980 (ერთი მილიონ ოთხასი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში - კომპანია) გადასარიცხად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანიამ უზრუნველყოს ნაპირდაცვითი სამუშაოების გადაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები