დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 39 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.113.016246 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/11/2015 - 02/03/2016)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დანართი №1. |
2.
დამტკიცდეს „ბენეფიციარის შერჩევის ფორმა“ დანართი №2; |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა)
საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ, რეგისტრირებულ უსახლკარო და მრავალბინიანი სახლების საცხოვრებლად გამოუსადეგარ ბინაში მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასების, შერჩევის და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. |
2.
მუნიციპალიტეტი სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ, რეგისტრირებულ უსახლკარო და მრავალბინიანი სახლების საცხოვრებლად გამოუსადეგარ ბინაში მცხოვრებ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფს იმ დრომდე, სანამ მათ არ ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესაძლებლობა. |
3.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საცხოვრისი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლის ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა; ბ) ბენეფიციარი - საცხოვრისის მაძიებელი პირი (ოჯახი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. |
მუხლი 3.
სამუშაო ჯგუფი |
1.
სამუშაო ჯგუფი იქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით და მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. |
2.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის თანახმად ბენეფიციარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტანილი განაცხადი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ. |
3.
სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან ყოველი კონკრეტული განაცხადის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერსეთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, რა შემთხვევაშიც სამუშაო ჯგუფის წევრი არ მონაწილეობს განაცხადის განხილვაში. |
4.
სამუშაო ჯგუფის სხდომა ულებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა შემოსული განაცხადების ინტენსივობის (რაოდენობის) გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ. |
5.
სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია: |
ა)
შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განაცხადების (დოკუმენტების) სისრულე, საფუძვლიანობა და მათი შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან; |
ბ)
მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ; |
გ)
განიხილოს განაცხადი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. |
6.
სამუშაო ჯგუფის სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ხელმძღანელი და დამსწრე წევრები. |
7.
სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (დაკმაყოფილება/უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში. |
8.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღანელისა და დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერილი ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
მუხლი 4.
ბენეფიციართა საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმები |
1.
საცხოვრისით უზრუნველსაყოფად ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს: |
ა)
სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას; |
ბ)
სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელის სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას; |
გ)
მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე უსახლკარო პირი (ოჯახი), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო; |
დ)
მუნიციპალიტეტში მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი ბინა ამორტიზირებულია, საცხოვრებლად გამოუსადეგარია და რის თაობაზეც არსებობს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის შესაბამისი დასკვნა; |
ე)
ბენეფიციარების თითოეული ოჯახის წევრი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. |
2.
სამუშაო ჯგუფის მიერ, ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს (ოჯახებს), რომლებსაც ამ მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრულ ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დამატებით გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი: |
ა)
პირს (ოჯახს), რომლის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; |
ბ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს; |
გ)
პირს (ოჯახს), რომლის ერთი წევრი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირია; |
დ)
პირს (ოჯახს), რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001 -ს; |
ე)
ოჯახს, რომელსაც მარჩენალი ჰყავს გარდაცვლილი ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგული; |
ვ)
პირს ან მისი ოჯახის წევრს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა; |
ზ)
ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან ოთხზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი. |
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია |
1.
წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის სახელზე უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია: |
ა)
ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები; |
ბ)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მოწმობა, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრების ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია; |
გ)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; |
დ)
წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შემთხვევაში ვიზუალურ-საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა; |
ე)
წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შემთხვევაში გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა პირის (ოჯახის) უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ; |
ვ)
წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა. |
2.
წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადს დამატებით უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია: |
ა)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; |
ბ)
შესაბამისი მოწმობა, რითაც დასტურდება პირის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება; |
გ)
სასამართლო გადაწყვეტილება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ; |
დ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; |
ე)
ცნობა ოჯახის მარჩენალის გარდაცვალების ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება; |
ვ)
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. |
მუხლი 6.
საბოლოო გადაწყვეტილება პირის (ოჯახის) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ |
საბოლოო გადაწყვეტილებას პირის (ოჯახის) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ, სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რის შემდეგ მუნიციპალიტეტსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ს შესაბამისად. |
მუხლი 7.
გარდამავალი დებულებანი |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს:
ა) უსახლკაროთა რეესტრის ფორმის შემუშავება და წარმოება; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლის ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინების ნუმერაცია და ცალკეულ უფლების ობიექტად რეგისტრაცია (განშლა). |
დანართი №2
|
ბენეფიციარის შერჩევის ფორმა
სამუშაო ჯგუფი თითოეული ბენეფიციარის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისა და შერჩევისას ხელმძღვანელობს შემდეგი ფორმით: |
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას
|
დოკუმენტის კომენტარები