„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016260
7
02/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
010250050.35.113.016260
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2016 წლის 2 მარტი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №39 დადგენილებაში (ვებგვერდი, 20/11/2015. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016246) და დადგენილების თანდართული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. განაცხადების განხილვისას, სამუშაო ჯგუფს, გამონაკლის შემთხვევებში, აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, არ გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრელი კრიტერიუმები და გამოიყენოს ინდივიდუალური მექანიზმი, იმ პირობით, რომ პირის (ოჯახის) საცხოვრისით უზრუნველყოფისაუცილებლობის მიზეზი დასაბუთებული იქნება, მაგრამ არაუმეტეს საცხოვრისში არსებული ბინების საერთო რაოდენობის 30 პროცენტისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია