საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018969
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
583
12/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
010120000.10.003.018969
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/11/2015 - 03/04/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №583

2015 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უცხოელთა  და  მოქალაქეობის  არმქონე  პირთა სამართლებრივი  მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოში კანონიერი  საფუძვლით  მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და  D3 და  D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების  და  საფასურის გადახდის  თანდართული  წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესი

მუხლი 1. ეს წესი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფის შესაბამისად, არეგულირებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის საკითხებს.

მუხლი 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, როდესაც  ვიზის  გაცემის ან მოქმედების ვადის გასაგრძელებლად  საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს  მუნიციპალიტეტი, მომსახურების საფასურად განისაზღვროს 40 ლარი. 

მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული მომსახურების საფასური ირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

მუხლი 4. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე.

მუხლი 5

1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღო მომსახურება დადგენილ ვადაში.

2. თუ საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ­ზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ საფა­სურის ოდენობას შორის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვა­დაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწი­ლობ­რივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახ­დიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფა­სური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდ­გენა დაუშვებელია.