„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025992
442
08/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
010120000.10.003.025992
„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №442

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2015, 010120000.10.003.018969) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ეს წესი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფის შესაბამისად, არეგულირებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის საკითხებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, როდესაც ვიზის გაცემის ან მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მუნიციპალიტეტი, მომსახურების საფასურად განისაზღვროს 40 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე