დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის“ აღწერილობისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 582 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070000.10.003.018968 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2015 - 18/12/2018)
|
სამკერდე ნიშნის –
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობის და დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სამკერდე ნიშნის –
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობა და დებულება დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სამკერდე ნიშნის –
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობა და დებულება
|
მუხლი 1. დადგენილება განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით დაწესებული სამკერდე ნიშნის –
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ (შემდგომში –
სამკერდე ნიშანი) აღწერილობას და დებულებას.
მუხლი 2. სამკერდე ნიშანი გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ შემდეგ პირებს: ა) ომის მონაწილეებს, მათ შორის: ა.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ა.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ა.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ბ) ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირებს; გ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; დ) ომში დაღუპულების ოჯახების წევრებს; ე) მარჩენალდაკარგულებს. მუხლი 3 1. მე-2 მუხლში აღნიშნულ პირებს აქვთ სამკერდე ნიშნების ტარების უფლება. დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს. 2. სამკერდე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, დაუშვებელია მისი ასლის გაცემა. 3. დაუშვებელია სამკერდე ნიშნის ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ. მუხლი 4. სამკერდე ნიშნების დამზადების მომსახურების შესყიდვას და მე-2 მუხლში მოცემულ პირთათვის გადაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. მუხლი 5 1. სამკერდე ნიშნის აღწერილობა: ა) ავერსი: სამკერდე ნიშანი – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის თითბრის მედალიონს. სამკერდე ნიშანი დაყოფილია 4 ნაწილად: პირველი მეოთხედი – ვერცხლის ველზე ხუთი წითელი ჯვარი და საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც სამოქალაქო სიმბოლო; მეორე მეოთხედი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჩაფხუტი ჯაჭვით, როგორც ქართული მხედრობის დამცველის ზოგადი სიმბოლო; მესამე მეოთხედი – მეწამულ ველზე გადაჯვარედინებული ვერცხლის შურდული და ვერცხლის ხმალი, როგორც ქართული ისტორიული მხედრული რეგალია; მეოთხე მეოთხედი – ვერცხლის ველზე შვიდქიმიანი მეწამული ვარსკვლავი, როგორც თანამედროვე ქართული მხედრობის აღმნიშვნელი; ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი – მეწამულ ველზე გამოსახული ვერცხლის მხედარი (წმინდა გიორგი – საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი სიმბოლო). სამკერდე ნიშანი შემოსარტყლულია ლაჟვარდი ველით; ბ) რევერსი: ვერცხლის ველზე ცენტრში დამაგრებულია დუგმა.
ავერსი
რევერსი
2. სამკერდე ნიშნის პარამეტრებია: მრგვალი ფორმის მედალიონი, მასალა – თითბერი, დიამეტრი – 20 მმ, სისქე – 1 მმ, სამაგრი – დუგმა, ზედაპირი – ცივად დამუშავებული მინანქარი.
ავერსი რევერსი
მასშტაბი: 1:1 |
უკან დაბრუნება

დოკუმენტის კომენტარები