„სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №582 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 280070000.10.003.020929
612
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
280070000.10.003.020929
„სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №582 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №612

2018 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №582 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №582 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/11/2015; 280070000.10.003.018968) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის“ აღწერილობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის“ აღწერილობა და დებულება დანართის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სამკერდე ნიშნის  –   „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის“ აღწერილობისა და დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამკერდე ნიშნის  –   „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის“ აღწერილობა და დებულება“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დადგენილება განსაზღვრავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით დაწესებული სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და  თავდაცვის ძალების ვეტერანის“ (შემდგომში – სამკერდე ნიშანი) აღწერილობასა და დებულებას.“;

გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  თავდაცვის ძალების ვეტერანებს;“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავერსი:

სამკერდე ნიშანი – „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის თითბრის მედალიონს. სამკერდე ნიშანი დაყოფილია 4 ნაწილად:

პირველი მეოთხედი – ვერცხლის ველზე ხუთი წითელი ჯვარი და საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც სამოქალაქო სიმბოლო;

მეორე მეოთხედი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჩაფხუტი ჯაჭვით, როგორც ქართული მხედრობის დამცველის ზოგადი სიმბოლო;

მესამე მეოთხედი – მეწამულ ველზე გადაჯვარედინებული ვერცხლის შურდული და ვერცხლის ხმალი, როგორც ქართული ისტორიული მხედრული რეგალია;

მეოთხე მეოთხედი – ვერცხლის ველზე შვიდქიმიანი მეწამული ვარსკვლავი, როგორც თანამედროვე ქართული მხედრობის აღმნიშვნელი;

ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი – მეწამულ ველზე გამოსახული ვერცხლის მხედარი (წმინდა გიორგი – საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი სიმბოლო).

სამკერდე ნიშანი შემოსარტყლულია ლაჟვარდი ველით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე