საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 09/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018951
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
565
09/11/2015
ვებგვერდი, 09/11/2015
040030000.10.003.018951
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/11/2015 - 02/02/2016)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №565

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში ცენტრი) მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური თანდართული დანართის შესაბამისად. ცენტრის მიერ გაწეული სხვა მომსახურების განფასება ხდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2.  დადგინდეს, რომ:

ა) დაინტერესებული პირი იხდის დადგენილი მომსახურების საფასურს (შემდგომში – საფასური) ცენტრთან წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) პირობების შესაბამისად;

ბ) საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს წინასწარ, მომსახურების გაწევის შემდეგ ან ეტაპობრივად, ცენტრსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით.

3. გადახდილი საფასური ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ:

ა) საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, რა დროსაც საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;

ბ) ცენტრი მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. ამ დადგენილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების სხვა პირობებს განსაზღვრავს ცენტრი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

5. ხელშეკრულება არ ფორმდება და შესაბამისად, საფასურის გადახდა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმღებია ცენტრის თანამშრომელი. 

მუხლი 2
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №494 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 9 ნოემბრიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარში

სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო

ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის,

ნახევ დღით (4 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა

ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ- ჩათვლით)

26 - 50 მსმენელი

235

51 - 70 მსმენელი

265

71 - 90 მსმენელი

295

  91 - 130 მსმენელი

355

სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო

 ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის,

სრული დღით (8 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა

ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ- ჩათვლით)

26 - 50 მსმენელი

270

51 - 70 მსმენელი

300

71 - 90 მსმენელი

330

 91 - 130 მსმენელი

390

სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო

ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის სატრენინგო ოთახის დროებით სარგებლობაში გადაცემა

ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ- ჩათვლით) ერთი დღე

1 - 25 მსმენელი

100

სასტუმრო ოთახების დროებით სარგებლობაში გადაცემა

ერთი ოთახის ჯამური ხარჯი

(დღგ- ჩათვლით)

ერთი დღე

ლუქსის ტიპის ნომერი

120

ორადგილიანი ნომერი

90