„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022170
453
20/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
040030000.10.003.022170
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №453

2020 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №565 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/11/2015, 040030000.10.003.018951) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაინტერესებული პირი იხდის დადგენილ მომსახურების საფასურს (შემდგომში − საფასური) ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ფორმისა და პირობების შესაბამისად;“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქვეპუნქტი:

„გ) „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების სამუშაოს ღირებულება“ ცხრილის პირველი და მეორე პოზიციებით განსაზღვრული მომსახურების საფასური ერთჯერადად 10 პირისა და მეტის ტესტირების შემთხვევაში შესაძლებელია, შემცირდეს და შემცირებული საფასური განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს („ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარში“) დაემატოს შემდეგი შინაარსის ცხრილი:

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების სამუშაოს ღირებულება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

PCR. SarsCoV2.1 − პჯრ რეალურ დროში კორონავირუსის დეტექციისთვის (SARS-CoV-2 RT PCR არაუმეტეს 6 საათისა)

320.00

2

PCR. SarsCoV2.2 − პჯრ რეალურ დროში კორონავირუსის დეტექციისთვის (SARS-CoV-2 RT PCR) მასალის აღების გათვალისწინებით

250.00

3

RDT. Coronavirus. Ab  − სწრაფი ტესტირება კორონავირუსის მიმართ ანტისხეულებზე

70.00

4

RDT.Coronavirus.Ag − სწრაფი ტესტირება კორონავირუსის მიმართ ანტიგენზე

90.00.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია