დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.105.016237 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2015 - 06/07/2018)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი, თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა, თანახმად №2 დანართისა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
|
![]() აღწერილობა
გერბის ფარი პირობითად გაყოფილია 3 (სამი) ნაწილად. I ნაწილი - ძოწისფერ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი (ცაიშის ტაძრის სიმბოლოდ) ჰერალდიკური 4 ვარდით (ღვთისმშობლის სიმბოლო). ველს უკავია ფარის სიმაღლის 2/6. II ნაწილი - წარმოადგენს ვერცხლის (თეთრ) ქონგურებიან სარტყელს (რუხის ციხის სიმბოლოდ) რომელზეც მოთავსებულია სევადი (შავი) შეჭურვილი (წითელი ენით) მერანი, როგორც სიქველისა და მეომრული სულის ნიშანი. ფარის სიმაღლის 3/6. III ნაწილი- წარმოადგენს ლაჟვარდ (ლურჯ) ტალღოვან სარტყელს (ზღვის სიმბოლო), ფარის სიმაღლის 1/6. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკარით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ძოწის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - ,,ზუგდიდი“. |
დანართი №2
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
|
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები