დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულებების, სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ იჯარის ხელშეკრულების, მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.169.016252 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2015 - 13/04/2018)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულებების, სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ იჯარის ხელშეკრულების, მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 120-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად; გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №3-ის შესაბამისად; დ) მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა თანდართული დანართი №4-ის შესაბამისად. ე)აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა თანდართული დანართი №5-ის შესაბამისად; ვ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ იჯარის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №6-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურებათა გათვალისწინებით. |
| მუხლი 3 |
პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურის ოდენობას და მისი გადახდის ვადებს, პირსაგამტეხლოს ოდენობას და გადახდის ვადებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირსაგამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. |
|
დანართი №1
|
პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
ოქმი №____
ქ. დედოფლისწყარო „____“ „_________________“ „2015 წ “ წინამდებარე ოქმი შედგა მასზე, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ შესაბამისად ორგანიზებულ აუქციონზე ------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, საკადასტრო/სარეგისტრაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი------------------------------------------------------------------------------------- ლარი (ციფრებით და სიტყვიერად) აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასი------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ლარი (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში - შემძენი) სახელი, გვარი / იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები ) და მას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის ,საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“, შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ლარი (ციფრებით და სიტყვიერად) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია: სრულად უნდა გადაიხადოს წინამდებარე ოქმის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №_______________________________ მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი _______________________________; საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი ______________________________; გადახდის დანიშნულება - შემოსულობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან; მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა: 1. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. 4. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსახორციელებელი ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 6. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 7. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 8. თუ მყიდველი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება. 9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 10. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს. 13. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და აწერს ხელს. 14. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე --------------------------------------- ხელმოწერა (სახელი, გვარი) აუქციონში გამარჯვებული პირი -------------------------------------- ხელმოწერა (სახელი, გვარი) . |
დანართი №2
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა № -------
ქ. დედოფლისწყარო „ ------“ „ ------------“ 20 ------ წ. 1. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის - ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები). მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ მოთხოვნის შესაბამისად ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა). მდებარე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ---------- (------------------------------- ) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ან მის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ გამართულ №------ აუქციონზე №-----ლოტზე შემოთავზებული ფასის ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდება გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ მოთხოვნის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი № ----------- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:-------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში - ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა). 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით: 2.1 აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: ----------------------- (----------------------------------) ლარი (ციფრებით და სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2 ბანკის დასახელება:--------------------------------------------------------------------------------------- 2.3 ბანკის კოდი: 2.4 ანგარიშის № 2.5 სხვა დამატებითი ინფორმაცია:------------------------------------------------------------------------ 3. სხვა პირობები და ვალდებულებები: 3.1 ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; 3.2 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები; 3.3 აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე; 3.4 ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან; 3.5 თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება; 3.6 აუქციონში გამარჯებულის მიერ გადახდილიო „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას; 3.7 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 3.8 ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანი გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ; 3.9 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მესაკუთრე; 3.10 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.11 პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი; 3.12 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს; 3.13 აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 3.14 ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმეტი. 4. მხარეები:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი:
(ხელმოწერა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი: (ხელმოწერა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------- ბეჭდის ადგილი . |
დანართი №3
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა № ------- ქ. დედოფლისწყარო „ ------“ „ --------------“ 20 ---- წ. 1. წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო:------------------------------------------------------------------------------------------------------- ------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებული ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები). მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის N669 დადგენილების და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა). მდებარე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ---------- (------------------------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით დედოფლისწყაროს ან მისი განსაზღვრული იურიდიული პირის მეშვეობით ჩატარებულ------------------ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდება გამარჯვებულად (შემდგომში აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 05 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი № ----------- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში - ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა). 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით: 2.1 აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: ----------------------- (----------------------------------) ლარი (ციფრებით და სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან ----------- (--------------კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2 ბანკის დასახელება:---------------------------------------------------------------------- 2.3 ბანკის კოდი: 2.4 ანგარიშის № 2.5 სხვა დამატებითი ინფორმაცია:----------------------------------------------------------- 3. სხვა პირობები და ვალდებულებები: 3.1 ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულ დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; 3.2 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს). 3.3 აუქცინში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი; 3.4 აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების განსხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ასეთ შემთვევაში ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან. 3.5 შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს. 3.6 ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მისი ოფიციალურად (წერილობითი ფორმით) დადასტურების მომენტიდან; 3.7 ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე - ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 3.8 ოქმისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების განმეორებითი შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება; 3.9 აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 3.10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს მესაკუთრე; 3.11 უქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას; 3.12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 3.13. იმ შემთხვევაში თუ ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება, როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვის, განვითარებისათვის ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებისათვის გათვალისწინებული პირობა; 3.14 პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით; 3.15 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.16 პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 3.17. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. 3.18. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 3.19 ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმეტი. 4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი: (ხელმოწერა) --------------------------------------------------------------------------------------------------------(რეკვიზიტები) ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული პირი: (ხელმოწერა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------- ბეჭდის ადგილი
|
დანართი №4
|
(მცირე სახელმწიფო გერბი)
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მ ო წ მ ო ბ ა ეძლევა -----------------------------------------------------------------------------------------------------------(მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და მისამართი) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი ------------------- N ----------------- მოწმობა შედგენილია 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი გადაეცემა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მესაკუთრე) რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 20 ---- წლის „ ----------“ „-------------------“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი: ------------------------------------------------------- (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) . |
დანართი №5
|
მ ო ნ ა წ ი ლ ი ს ბ ი ლ ე თ ი
მონაწილის ბილეთი № ---
აუქციონატორის დასახელება -------------------------------------------------------------მონაწილე ----------------------------------------------------------------------------საპრივატიზაციო ობიექტის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, ადგილი, მისამართი
----------------------------------------------------------------------------------------------ბილეთის ფასი ------------------------------------------------------------------- ლარი ლოტის № ---------------------------
|
დანართი №6
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის
უფლებით გაცემის შესახებ იჯარის ხელშეკრულება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები