დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.169.016413
63
30/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010250000.35.169.016413
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №63

2018 წლის 30 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის).
მუხლი 2
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის).

 

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულებების, სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ იჯარის ხელშეკრულების, მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/11/2015, 010250000.35.169.016252).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა სამუკაშვილი



დანართი 1

აუქციონში მონაწილის ბილეთი

 

       მონაწილის ბილეთის  №______

 

აუქციონატორის   დასახელება_________________________________________________

მონაწილე  _______________________________________________________________________

საპრივატიზებო ობიექტის დასახელება_____________________________________________        

საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, ადგილი, მისამართი______________________________

   ბილეთის ფასი_______________________________________________________________ლარი      

   ლოტის №___________ .

 


დანართი 2

 

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტი

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

---

ეძლევა_________________________________________________________________________________                                                           (მესაკუთრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისი მისამართი)

მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში______________________________________________________

                                                                      (ქონების დასახელება და მისამართი)

________________________________________________________________________________________

 (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)

________________________________________________________________________________________

 (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)

საფუძველი:______________________________________________________________________

________________________________________________________________________________

 (ოქმის და ხელშეკრულების დასახელება თარიღი და ნომერი)

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გაცემულია  _______________________________

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი     _________________                       /_________________/

                                                                                              (ხელმოწერა)       . .                                 (სახელი, გვარი).