დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016568 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/10/2015 - 28/03/2016)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი
|
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან სამსახურის შემდეგი მოსამსახურეები: ა) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; ბ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს უფროსი; დ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს მოსამსახურეები; ე) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი; ვ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე; ზ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; თ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; ი) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი; კ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ლ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; მ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსი; ნ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; ო) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) უფროსი; პ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი; ჟ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე; რ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ს) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე; ტ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე; უ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; ფ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი); ქ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი); ღ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი; ყ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე; შ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების განყოფილების უფროსი; ჩ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების სექტორის მენეჯერი. მუხლი 2 1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე კანდიდატი ინიშნება პირადი განცხადების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ წესით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასანიშნი პირი გადის სპეციალურ შემოწმებას. 3. ამ წესით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები