დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016255 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/11/2015 - 30/03/2018)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს: |
ა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (დანართი №1);
|
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
|
1.
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა (შემდგომში ,,გამგებელი“) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
|
2.
ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
|
მუხლი 2.
გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა |
1.
გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
|
2.
გამგებელი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
3.
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. |
4.
საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით,ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო,ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. |
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები |
1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას. |
2.
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. |
3.
გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
მუხლი 4.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა |
1.
გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. |
2.
გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. |
მუხლი 5.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება |
1.
საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით. |
2.
გამგებლის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები. |
3.
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
|
მუხლი 6.
დასკვნითი დებულებები |
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დანართი №2
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის
შესახებ ანგარიშის ფორმა |
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი _________________________________________________
თანამდებობის დასახელება _________________________________________________________
ფრაქციის დასახელება ______________________________________________________________ არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________ საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის _______ -დან 20 _____ წლის ___________ მდე ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ________________________________________________
1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა: 1.სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა __________ საკრებულოს სხდომებზე დასწრება _____________
2.სულ კომისიის სხდომების რაოდენობა _____________ მ/შ დროებითი კომისიების __________ კომისიის სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ დროებითი კომისიების _______________
3.სულ ფრაქციების სხდომების რაოდენობა ___________ ფრაქციის სხდომებზე დასწრება ___________________
4. საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ 5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ 6. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _____________ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ____
7. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები ______________________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________________
8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) _____________________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________________ II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა _____________________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ შევსების თარიღი _________________
წარდგენის თარიღი _______________
ხელის მოწერა ____________________ . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები