„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 28 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 28 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016366
14
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
010250020.35.104.016366
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 28 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2018 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 28 ოქტომბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი ქნეს ცვლილება  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 28 ოქტომბრის №43 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 02/11/2015, სარეგ.კოდ: 010250020.35.104.016255):
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო  შეხვედრების მოწყობისა  და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო  შეხვედრების მოწყობისა  და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (დანართი №1);“;

გ) დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო  შეხვედრების მოწყობისა  და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი

1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა   (შემდგომში ,,მერი“)  და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

  2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიგანსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის   ორგანოების საქმიანობაში.

მუხლი  2.  მერისა   და   საკრებულოს    წევრის   ანგარიშების   მოსმენა გაწეული საქმიანობის შესახებ

1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1- ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები  ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით,  ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო,ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.

მუხლი  3.  მუნიციპალიტეტის   ამომრჩევლის   უფლებები

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს  საჯარო ანგარიშების განხილვას.

2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან  შეკითხვების, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

  3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუხლი  4.  ინფორმაციის   ხელმისაწვდომობა

1. მერი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

  2. მერი და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი  5.  საჯარო   შეხვედრების   ორგანიზება

1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.

2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.

3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება  ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით.

მუხლი  6.  დასკვნითი   დებულებები

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია