დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს - წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016188 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/11/2015 - 26/04/2018)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს –
წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ" ქვეპუნქტის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო –
წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია".
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს, ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დაგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს –
წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი
|
1. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“ ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, ხულოს მუნიციპალიტეტის წინაშე აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი, მოზარდი თაობის აღზრდა განათლების, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის ამაღლების საქმეებში შეტანილი წვლილისათვის.
2. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიას“ ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციის საფუძველზე. 3. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“ ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტულ დამსახურებისათვის, დაუშვებელია ჯილდოს მინიჭება პირის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. 4. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“, როგორც წესი, გაიცემა „ტბელობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით. 5. პრემიას არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი. 6. ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები