ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016286
66
26/04/2018
ვებგვერდი, 30/04/2018
010250020.35.136.016286
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №66

2018 წლის 26 აპრილი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის 28 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 02/02/2016, 010250000.35.136.016196) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის   მეორე  მუხლის 27-ე და 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„27. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში – „დოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ. 

29. უფლებამოსილი ორგანო – ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის   მესამე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                             

3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს   ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეოთხე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ხდება  ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ხოლო განკარგვა ან გასხვისება  ხდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის“  და ამ წესის შესაბამისად.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მერვე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხეების ერთეულად მონიშვნა  ან/და ჭრა ხორციელდება  ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ან/და ხულოს მუნიციპალიტეტის  მიერ   დაფუძნებული  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირის  მიერ.

9. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება  ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში,  ხოლო  მეორე  ჭრის  განმახორციელებელ  ფიზიკურ  ან იურიდიულ პირთან.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით. გამოკვლევას ატარებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა   და ინფრასტრუქტურის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები,  ხელშეკრულების საფუძველზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეათე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვა) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვა) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უფლებამოსილია,  მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.

  3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა   და ინფრასტრუქტურის სამსახური“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

  3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ, ამ წესის შესაბამისად.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალური ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის მიერ  ან/და  ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ამ წესის შესაბამისად.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ხელშეკრულების საფუძველზე.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხეების გადარგვა ხორციელდება ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამსახურის  მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 24-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7   პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების დასაწყობება ხდება ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  ტერიტორიაზე (ან სხვა მითითებულ ტერიტორიაზე) ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ან/და ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე.

4. ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

5. ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში   განთავსებული ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ექვემდებარება თუ არა საშეშე/სამასალე მერქნად გამოყენებას, ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, მერიის შესაბამისი სამსახური მიღება-ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.

6. ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.

7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილი პირი.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 25-ე მუხლის  პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ახორციელებს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

2. ამ წესით გათვალისწინებული ჭრა შეიძლება განახორციელოს სხვა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების ან/და ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.“

15. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 26-ე მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნის გარეშე.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 27-ე მუხლის პირველი და  მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის, იურიდიული პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, მესაკუთრეს უფლება აქვს განახორციელოს საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ხეების ჭრა ან ამოძირკვა-გადარგვა ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საჯარო სკოლებისა და ხულოს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მწვანე ნარგავების, მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამსახური.“.

17. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 29-ე მუხლის მე-2 და  მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  3. ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  ან/და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.“.


მუხლი 2. ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს ალტი ულოს 2015   29 ოქტომბრის №29 დაენება ი (ვებგვერდი, 02/11/2015, 010250020.35.136.016267) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 და მე-5 პუნქტები    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
„2. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალურ პრემიას“  ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის  მიერ შექმნილი დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის და ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეკომენდაციის საფუძველზე.

5. პრემიას არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი.“.


მუხლი 3. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში (ვებგვერდი, 10/05/2012, 010250020.35.136.016099) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) იცოდეს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილება.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თავმჯდომარის მოადგილესთან, აპარატის უფროსთან  ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების ირგვლივ.”


მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე