დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მცხოვრები მოქალაქეების პირველი ხარისხის (სამასალე) ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020107 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №220 6
2015 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მცხოვრები მოქალაქეების პირველი ხარისხის (სამასალე) ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1.საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მცხოვრები მოქალაქეების (დანართი) I ხარისხის (სამასალე) მერქნით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) განახორციელოს იმერეთის სატყეო სამსახურის საჩხერის სატყეო უბნის ჭალის სატყეოში 245 კბ.მ წიფლის სახეობის I ხარისხის (სამასალე) მერქნის მისაღებად საჭირო სოციალური ჭრის ტყეკაფის გამოყოფა.
2. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მერქნული რესურსის გაცემის ორგანიზება ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ მოქალაქეებზე.
3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება თითოეული მოქალაქის მიერ წარდგენილი „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.
4. სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული I ხარისხის ხის დამზადების შედეგად ტყის ფონდში დარჩენილი მერქნული რესურსი (ძირნაყარი) გასცეს მოსახლეობაზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების.. დაცვით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები