შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2087
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020068
  • Word
2087
05/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020068
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2087

2015 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1001243 ლიცენზიაში და ცვლილების შეტანიდან 10 წლის განმავლობაში  მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (ყვიბისის წყაროს მიწისქვეშა მტკნარი წყალი) ოდენობა განსაზღვროს 18 250 კუბური მეტრის მოცულობით წელიწადში ჩამოსასხმელი და 32 120 კუბური მეტრის მოცულობით სამეწარმეო დანიშნულებით წელიწადში.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 137 829 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდაცხრა) ლარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი