დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016240 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2015 - 05/02/2018)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი№1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი |
| მუხლი 1 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საჯარო შეხვედრები მოაწყონ ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
|
| მუხლი 3 |
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, აპარატში რეგისტრაციიდან, საკრებულოს აპარატის მიერ, ხოლო გამგებლის ანგარიშის ტექსტი, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციიდან, ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე WWW.kharagauli.ge და ააიპ –
,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ მეშვეობით ან მუნიციპალიტეტში მოქმედი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით 10 დღის ვადაში
.
2. მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი საკრებულოს აპარატის მიერ, ხოლო გამგებლის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე WWW.kharagauli.ge და ააიპ – ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ მეშვეობით ან მუნიციპალიტეტში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე. |
| მუხლი 4 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენენ წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.
|
| მუხლი 5 |
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამისი ოქმი.
|
| მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
|
| მუხლი 7 |
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
|
| მუხლი 8 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები