დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ოქტომბრის №39 დადგენილებაში “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016323 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ოქტომბრის №39 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ოქტომბრის №39 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 15/10/2015).
1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი“ დანართის შესაბამისად. 3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი
|
| მუხლი 1 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერის და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს. |
| მუხლი 2 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საჯარო შეხვედრები მოაწყონ ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. |
| მუხლი 3 |
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, აპარატში რეგისტრაციიდან, საკრებულოს აპარატის მიერ, ხოლო მერის ანგარიშის ტექსტი, მერის ადმინისტრაციული სამსახურში რეგისტრაციიდან, ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. kharagauli.ge და ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ მეშვეობით ან მუნიციპალიტეტში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით 10 დღის ვადაში
2. მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი) საკრებულოს აპარატის მიერ ხოლო მერის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი მერის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე WWW. kharagauli.ge და ააიპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ მეშვეობით ან მუნიციპალიტეტში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე. |
| მუხლი 4 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენენ წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა. |
| მუხლი 5 |
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამისი ოქმი. |
| მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
| მუხლი 7 |
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერის ადმინისტრაციული სამსახური. |
| მუხლი 8 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს,შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები