დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 170050000.22.027.016605 |
|
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებულ „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის: ა) IV თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თემა IV. საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის ცნება. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები. ნატურალიზაციის სახეები: საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის წესით. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოქალაქეობიდან გასვლითა და მოქალაქეობის დაკარგვით. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის წესი.“; ბ) VI თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თემა VI. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი. ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. თვითმმართველი ერთეულები (მუნიციპალიტეტები) – თვითმმართველი ქალაქი, თვითმმართველი თემი.“; გ) XIII თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თემა XIII. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება. მუნიციპალიტეტი და მისი ორგანოები. მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების უფლებამოსილებები.“; დ) „ლიტერატურა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ”. საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ”. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”. საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“. 2. „ნოტარიატის“ ნაწილის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები. სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები.“; გ) „ლიტერატურა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) წესდება. „ნოტარიატი (ლექციების კურსი)“, მე-2 გამოცემა, ავტ. ბესიკ სეხნიაიძე, თბილისი, 2006. საქართველოს კანონის პროექტები „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3007305; https://matsne.gov.ge/ka/document/view/3007328).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები