დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4383-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 110060000.05.001.017946 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მოხელე (პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სპეციალისტი), პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;“; ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სპეციალისტი – პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა) განხორციელება; ვ) პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროკურატურის მრჩეველს და პროკურატურის სპეციალისტს, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, დებს ან წყვეტს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4383-Iს |
დოკუმენტის კომენტარები