დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4364-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050130.05.001.017939 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა) გასაჯაროება. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის კანონი №1051 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №146 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4364-Iს |
დოკუმენტის კომენტარები