პირველადი სახე (11/11/2015 - 21/12/2016)
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) მე-10 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს; შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებს;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4373-Iს |
დოკუმენტის კომენტარები