დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016165 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/10/2015 - 20/07/2018)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების წესი |
| მუხლი 1 |
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
|
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
|
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
|
| მუხლი 3 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
|
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
|
2.
მუნიციპალიტეტის გამგებელს.
|
3.
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
|
4.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.
|
| მუხლი 4 |
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
|
ა)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის –
ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
|
ბ)
2 (ორი) ფოტოსურათი;
|
გ)
პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
|
| მუხლი 5 |
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
|
2.
შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
|
| მუხლი 6 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
|
| მუხლი 7 |
1.
პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. |
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
|
| მუხლი 8 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები