სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016362
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
28/09/2022
ვებგვერდი, 29/09/2022
010250050.35.168.016362
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/09/2022 - 27/01/2023)

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2022 წლის 28 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა  და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი



დანართი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს

მინიჭების წესი

 


მუხლი 1
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების  და ჯილდოს მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს. 
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და  ამ წესის შესაბამისად. 
მუხლი 2
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას და ჯილდოს ანიჭებს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერი. 
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდება და ჯილდო, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: 
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე; 
ბ) უცხო ქვეყნის  მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 
მუხლი 3
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების  და ჯილდოს მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; 
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) სახელმწიფო ან  საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
დ)  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.

 

მუხლი 4
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ან/და ჯილდოს მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი; 
გ) პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ან/და ჯილდოს მინიჭების შესახებ. 
მუხლი 5
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი  სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების, ჯილდოს  მინიჭების შესახებ. 
მუხლი 6
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა: 
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; 
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. 
მუხლი 7
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ან/და ჯილდოს მინიჭების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.