ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016319
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
109
30/09/2015
ვებგვერდი, 02/10/2015
190020020.35.123.016319
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/10/2015 - 26/10/2016)

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №109

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-122 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების მოსაკრებელი, რომელიც არის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებელი გადასახადი.
მუხლი 2
დადგინდეს მოსაკრებლის ზღვრული ოდენობა, შემდეგი გაანგარიშებით:

X= L/K2*(K21 – K2)*S, სადაც:

ა) X არის მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) L  არის 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის  ნორმატიული ფასი;

გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

დ) K2  არის მიწის ნაკვეთისათის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართი.

მუხლი 3
მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით, არ უნდა აღემატებოდეს 400 /ოთხასი/ ლარს.
მუხლი 4
მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი