დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.023.016352 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
229
29/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
270090000.22.023.016352
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2015 - 19/04/2018)
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
|
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის №33 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების საგანი |
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. |
მუხლი 2.
დამოუკიდებელი ექსპერტი |
1.
დამოუკიდებელი ექსპერტი არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში. |
2.
დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 3.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა |
1.
ეკოლოგიური ექსპერტიზის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ჩატარებისათვის ყოველ კონკრეტული შემთხვევაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია. |
2.
საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები. |
3.
დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობს სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
4.
დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი. |
მუხლი 4.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა |
1.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზის, ასევე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობისათვის განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით. |
2.
დამოუკიდებელ ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები