დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090120090.22.023.016351 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2015 - 19/04/2018)
|
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №32 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ
დებულება |
მუხლი 1.
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების რეგულირების საგანი |
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეყვანის და რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. |
მუხლი 2.
დამოუკიდებელ ექსპერტთა სტატუსი და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები |
1.
დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) წარმოადგენს სამინისტროს მიერ დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. |
2.
დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს: |
ა)
თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე; |
ბ)
შესაბამის დარგში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის გამოცდილება; |
გ)
გუნდური მუშაობის, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი. |
3.
რეესტრში დარეგისტრირების შემდგომ პირი იძენს დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას. |
4.
აკრძალულია რეესტრში იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებიც: |
ა)
არიან საჯარო მოსამსახურეები; |
ბ)
წარმოადგენენ საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ან/და არიან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე, ან/და საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით (შრომითი ურთიერთობა, ნათესაური კავშირი) დაკავშირებული პირები; |
გ)
ახლონათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. |
მუხლი 3.
რეესტრი |
1.
რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ, იგი პერიოდულად ახლდება. |
2.
რეესტრს აწარმოებს სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი. |
3.
რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ მასში არსებული პერსონალური მონაცემებისა. რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
4.
რეესტრი შეიცავს ექსპერტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: |
ა)
ექსპერტის სახელს, გვარს და პირად ნომერს; |
ბ)
მონაცემებს ექსპერტთა განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, შესახებ. |
მუხლი 4.
რეესტრში ექსპერტთა რეგისტრაცია და ამორიცხვა |
1.
პირის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელია მისი თანხმობა ეკოლოგიურ ექსპერტიზაში და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის თაობაზე. |
2.
პირის რეესტრში დარეგისტრირება და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების განხორციელებამდე პირი, რომელზეც კეთდება წარდგინება, სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი); |
დ)
განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
ე)
სამუშაო გამოცდილების მათ შორის საექსპერტო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; |
ვ)
მონაცემები მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; |
ზ)
სამეცნიერო - კვლევით და გარემოსდაცვით სფეროში საკონსულტაციო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები ასეთის არსებობის შემთხვევაში; |
თ)
ინფორმაცია შესაბამის დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. |
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენასთან ერთად პირები ავსებენ დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1). |
5.
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრიდან ექსპერტის ამორიცხვა ხორციელდება: |
ა)
პირადი განცხადების საფუძველზე (მიმდინარე პროექტის შემთხვევაში შესაბამისი არგუმენტაციის მითითებით); |
ბ)
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში; |
გ)
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში. |
მუხლი 5.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის რეესტრიდან ექსპერტთა შერჩევა |
1.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის ექსპერტთა რეესტრიდან ექსპერტეთა საექსპერტო კომისიაში შეყვანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. შერჩეულ ექსპერტებთან კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. |
2.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის რეესტრიდან ექსპერტთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: |
ა)
პროექტის განხილვისათვის აუცილებელი განათლება და სპეციალობა; |
ბ)
განსახილველი საქმიანობის სპეციფიკის, შესაბამისი მარეგულირებელი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა; |
გ)
განსახილველი საქმიანობის მსგავს პროექტებში საექსპერტო მუშაობის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების უნარი; |
დ)
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის ან/და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, ასევე გარემოსდაცვით სფეროში საქართველოში მოქმედ სამართლებრივ-ნორმატიულ აქტებთან, ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის განსაზღვრის და ანალიზის უნარი; |
ე)
განსახილველი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ხარისხის (მასშტაბის) პროგნოზირების უნარი. |
3.
სასურველია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის ექსპერტთა რეესტრიდან შერჩეული პირი ფლობდეს ინგლისურ ენას და იცნობდეს ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე ამ/და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობის ადგილს. |
დანართი №1
|
დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმა
|
1.
საერთო მონაცემები:
სახელი –––––––––––––––––––––––
გვარი –––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი „––––––––“ –––––––––––––––––––– 19
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი № –––––––––––––––––––––
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ელ ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
2.
მონაცემები განათლების შესახებ:
საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––
სპეციალობა დიპლომის მიხედვით: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
3.
პროფესიული და საექსპერტო გამოცდილება:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--–
|
4.
მოქმედი სამსახურის და თანამდებობის დასახელება, მისამართი და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაცია:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამოუკიდებელი ექსპერტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევსების თარიღი „ .......“...................... 20..... წ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები