დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.175.016091 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
39
25/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
010250000.35.175.016091
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2015 - 21/01/2016)
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ნ“ პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 46-ე და 47-ე მუხლების, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულების „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიაზე 0,2 ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 2 |
არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიაზე 0,2 ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები