ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016115
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
21/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
010250000.35.175.016115
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2016 - 22/02/2018)

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
 
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2016 წლის 21 იანვარი

ქ. მცხეთა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 46-ე და 47-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს შემდეგი ზონები, სადაც სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა:

„ზონა 1“ – „ ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები.

„ზონა 2“ – ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში „ ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულების საფუძველზე დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორია.

მუხლი 2
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე,  წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ „ზონა 1“-ში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო „ზონა 2“-ში 0,2 ლარის ოდენობით.
მუხლი 3
არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე,  წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ „ზონა 1“-ში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო „ზონა 2“-ში  0,2 ლარის ოდენობით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 30/09/2015, 010250000.35.175.016091).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი