ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016183
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
24/09/2015
ვებგვერდი, 28/09/2015
010250020.35.136.016183
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/09/2015 - 30/11/2017)

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2015 წლის 24 სექტემბერი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის  მე-100 მუხლის  მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესი  დანართი  №1 და დანართი №2-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე  და მოქმედებს 2015 წლის პირველი სექტემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე



დანართი №1
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლბამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე,  მათ მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო კომისიების მუშაობაში   მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ყოველთვიური  ზღვრული ოდენობა განისაზღვროს  397 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებას (ან შეუსრულებლობას) ადასტურებს ხელმოწერით და  საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას, თანახმად დანართი 2-ისა, წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 3
საკრებულოს თავმჯდომარე, წამოდგენილ საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი 2) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს.
მუხლი 4
1. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს დროის გარკვეულ მონაკვეთში საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, აღნიშნულ ვადაში არ აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

2. თუ საკრებულოს წევრმა, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობა, გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში – მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ და გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.

მუხლი 5
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველთვიურად  ამ წესით გათვალისწინებული ფორმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების  საფუძველზე,  უნაღდო ანგარიშწორებით, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილ  საბანკო ანგარიშზე.

დანართი №2
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული   საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების ნუსხა

ვამტკიცებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:  –––––––--––––––––

                                                                                                                                                                                                                                                (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 (20–––––––– წელი ––––––––––––––-----––– თვე)

საკრებულოს

 წე­ვრის გვარი,

სახელი

მისაღები თანხის რაოდენობა

 

ხელმოწერა

1

 

 

 

2

 

 

 

3

 

 

 

4

 

 

 

5

 

 

 

6

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:           ––––––––––––––––––––––––––––––––––