ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016253
33
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250050.35.136.016253
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2017 წლის 30 ნოემბერი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის  საფუძველზე,  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  :

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/09/2015 წ., 010250020.35.136.016183) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საკრებულოს თავმჯდომარე, წარმოდგენილ საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი 2) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურს პირველად სტრუქტურულ ერთეულს“.
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურმა პირველადმა სტრუქტურულმა ერთეულმა  უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველთვიურად  ამ წესით გათვალისწინებული ფორმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე,  უნაღდო ანგარიშსწორებით, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილ  საბანკო ანგარიშზე“.
მუხლი 2

„ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 03/02/2016 წ., 010250000.35.136.016193) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული   დანართი №2-ის 7.3, 7.5 და 7.7  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7.3

დასახლების საერთო კრების ოქმები

მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

 

7.5

მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

 

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

 

მუხლი 3
„ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/10/2014 წ., 010250050.35.136.016152)  შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხულოს მუნიციპალიტეტის  მერიისა და საკრებულოს საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია)“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ორგანიზაცია ხულოს მუნიციპალიტეტის   საკრებულო და ხულოს მუნიციპალიტეტის მერია;“.
3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.“
.
მუხლი 4

„ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,09/10/2014 წ., 010250050.35.136.016153)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1-ის  მე-2 მუხლის მე-4   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების ) საფუძველზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ  დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საფინანსო სამსახური პირველადი სტრუქტურული ერთეული განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების განაწილების  თაობაზე.

4. განაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი  გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო სამსახური პირველადი სტრუქტურული ერთეული ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ".

„6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური პირველადი სტრუქტურული ერთეული ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო სამსახური პირველადი სტრუქტურული ერთეული ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ გაწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“ .

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე