საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018880
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
494
23/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
040030000.10.003.018880
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/09/2015 - 09/11/2015)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №494

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური თანდართული დანართის შესაბამისად. სააგენტოს მიერ გაწეული სხვა მომსახურების განფასება ხდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2.  დადგინდეს, რომ:

ა) დაინტერესებული პირი იხდის დადგენილი მომსახურების საფასურს (შემდგომში – საფასური) სააგენტოსთან წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) პირობების შესაბამისად;

ბ) საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს წინასწარ, მომსახურების გაწევის შემდეგ ან ეტაპობრივად, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით.

3. გადახდილი საფასური ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ:

ა) საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, რა დროსაც, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;

ბ) სააგენტო მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. ამ დადგენილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების სხვა პირობებს განსაზღვრავს სააგენტო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

5. ხელშეკრულება არ ფორმდება და შესაბამისად, საფასურის გადახდა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმღებია სააგენტოს თანამშრომელი.

6. მიეცეს უფლება სამინისტროს და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს,  სააგენტოს მიერ დადგენილი სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოსთან გააფორმონ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი