საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ შპს „მოირა-ფილმისათვის“ ფილმზე „მოირა“ ქონებრივი უფლებებისა და შვიდი მყარი დისკის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1971
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019967
  • Word
1971
14/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
000000000.00.003.019967
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ შპს „მოირა-ფილმისათვის“ ფილმზე „მოირა“ ქონებრივი უფლებებისა და შვიდი მყარი დისკის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1971

2015 წლის 14 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ შპს „მოირა-ფილმისათვის“ფილმზე „მოირა“ ქონებრივი უფლებებისა და შვიდი მყარი დისკის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემავალ სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შპს „მოირა-ფილმს“ უსასყიდლოდ გადასცეს ფილმზე „მოირა“ („ძველი კატამარანი“) ქონებრივი უფლებები და შვიდი მყარი დისკი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლიანი სარგებლობის ვადით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გადაცემის პირობად განისაზღვროს:

ა) შპს „მოირა-ფილმის“ მხრიდან ფილმის დაცვა, განვითარება, გავრცელება, გაქირავება/დისტრიბუცია, პოპულარიზაცია, ფესტივალებსა და კინოჩვენებებში მონაწილეობა;

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, შპს „მოირა-ფილმთან“ შეთანხმებით, უსასყიდლოდ გამოიყენოს აღნიშნული ფილმი არაკომერციული ჩვენებებისათვის.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და შპს „მოირა-ფილმს“ შორის გაფორმდეს სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება მხარეთა დამატებითი უფლება-მოვალეობები.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი