„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 05/66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016190
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/66
22/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
010320040.22.054.016190
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/09/2015 - 23/12/2015)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/66

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. მინისტრის აპარატის მედიაკომუნიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
მინისტრის აპარატის მედიაკომუნიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში 1-წლიანი გამოცდილება.   მედიის სფეროში – პროექტების ინიიცირების, ღონისძიებების მოწყობისა და კრიზისული PR-ის სტრატეგიის შემუშავების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III თავი – ინფორმაციის თავისუფლება) – ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;   Microsoft Office Outlook;  Microsoft Office PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;
ე)  ინგლისური ენის ცოდნა კარგად. დამატებით ერთი უცხო ენის ცოდნა კარგად.


მუხლი 2. მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს სპეციალისტი
მინისტრის აპარატის მედიაკომუნიკაციის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მედიის სფეროში – პროექტების ინიციირების, ღონისძიებების მოწყობა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III თავი – ინფორმაციის თავისუფლება) – ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office Outlook; Microsoft Office PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;
ე)  ინგლისური ენის ცოდნა კარგად. დამატებით ერთი უცხო ენის ცოდნა კარგად