დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტირის აპარატის მედია-კომუნიკაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის N05/66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016207 |
|
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის №05/66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის №05/66 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს სპეციალისტი ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ვებადმინისტრირების სფეროში 2-წლიანი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი; Photoshop, Sony Vegas Pro, Adobe Audition) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კარგად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-3 და მე-4 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კარგად. მუხლი 4. მინისტრის აპარატის პროტოკოლის მთავარი სპეციალისტი: პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, ამასთან პროტოკოლის სფეროში – მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი; Photoshop, Sony Vegas Pro, Adobe Audition)) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სრულყოფილად.". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები