დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1996 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019887 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1996
2015 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში – „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:
1 . საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ან სხვა პროექტებიდან/წყაროებიდან შესყიდული, გადაცემული ან მიღებული, ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი და ასაცრელი მასალები (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
ა) ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა – 600 (ექვსასი) დოზა;
ბ) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა – 900 (ცხრაასი) დოზა;
გ) შპრიცი 0,5 მლ – 600 (ექვსასი) ცალი;
დ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი – 8 ცალი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები